четверг, 16 октября 2008 г.

1. პროექტის სახელი: ბუნება ჩვენი მკურნალია
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეთა მიერ საკურორტო ადგილების მოძიება, მათი თავისებურებებისაღწერა, სამკურნალო თვისებების გამოკვლევა.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ საქართველოში არსებულ საკურორტო ადგილებს. მოაწყობენ იქ ექსკურსიას და აღწერენ იმ ადგილს. ასახავენ ფოტოზე. გამოიკვლევენ თავისებურებებს, სამკურნალო თვისებებს. დაადგენენ რამდენად არის ათვისებული ამ საკურორტო ზონის რესურსები. მოიძიებენ ანალოგიებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და გაავლებენ პარალელს. დასახავენ სამომავლო გეგმებს ამ ადგილების უკეთ ათვისების მიზნით (თუ რა თქმა უნდა არ არის ათვისებული)
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: მე-7 - მე-11 კლასები
5. ვადები/ხანგრძლივობა: 5 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება და გაანალიზება,პრეზენტაცია,დისკუსიის გამართვა,ფოტომასალის შეგროვება. ქიმიის ლაბორატორიაში ცდების ჩატარება (მაგ. წყლის ანალიზი)
7. მოსალოდნელი შედეგები/პროექტი, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან ენციკლოპედიური ხასიათი ბეჭდური ან ელექტრონული ჟურნალი, ალბომი, ვებ-გვერდი, ესეები. ბავშვებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, აზრთა ურთიერთგაზიარებისა და შეჯერების, დაკვირვების უნარ-ჩვევა.
8. სარგებელი სხვებისთვის: გზამკვლევის საშუალებით მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ მსურველს ამა თუ იმ საკურორტო ადგილის შესახებ და თავადაც გაუჩნდებათ სურვილი უკეთ გაეცნონ ბუნების ამოუცნობ საიდუმლოებებს.
9. სამუშაო ენა:ქართული
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული - შექმნიან ესეებს, ჩანახატებს.
ხელოვნება- შექმნიან ალბომს, დახატავენ

ქიმია _ აიღებენ წყლის სინჯს, გამოიკვლევენ მის ქიმიურ შედგენილობას.
ისტორია - გაეცნობიან ამ ადგილების ისტორიულ წარსულს, შეადგენენ რუკებს, ცხრილებს.
გეოგრაფია - განსაზღვრავენ ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას და დაუკავშირებენ ბუნებრივ თავისებურებებს
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თეა კელენჯერიძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tkelenjeridze@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: ,,ბუნება ჩვენი მკურნალია”
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http/www.bunebashvenimkurnalia.blogspot.com


bunebachvenimkurnalia